სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
03-02-2022
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნინო ქათამაძის ინიციატივით, English Book Education-სა და Macmillan Education-ის განხორციელებულ პროექტში - A Christmas Carol მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა გამარჯვებულ გუნდებს შორის დამსახურებული ადგილიც მოიპოვეს.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს თეატრალიზებულად გაეცოცხლებინათ და აემეტყველებინათ - A Christmas Carol-ის პერსონაჟები. 

პროექტში მონაწილე თითოეული მოსწავლე სერტიფიკატით დაჯილდოვდა, ხოლო ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, სერტიფიკატთან ერთად სათანადო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებიც გადაეცა.

„ცუცხვათის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ინგლისური ენის მასწავლებელ ნინო ქათამაძეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს  მოსწავლეებთან ერთად. უღრმესი მადლობა English Book Education-ს ასეთი შესაძლებლობებისათვის! ცუცხვათის საჯარო სკოლა მზადაა მიიღოს მათი ნებისმიერი მომდევნო გამოწვევა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება