| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე მე-11 კლასის მოსწავლის, ანრი გიორგაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. დირექტორი მთელი სკოლის სახელით გამოვთქვამს დიდ გულისტკივილს ანრი გიორგაძის ოჯახს უსამძიმრებს.
„ახალი წელი ძალიან მძიმედ და გულსაწყვეტად დაიწყო ჩვენი რაიონისა და განსაკუთრებით ჩვენი სკოლისთვის. ჩემი დირექტორობის პერიოდში, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ტექსტის დაწერა მიწევს. ძალიან ვწუხვარ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, ანრი გიორგაძის გამო, რომელიც მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან და დაიმკვიდრა თავი ცათა სასუფეველში.
ანრი იყო ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, კეთილი და მუდამ მოწესრიგებული ადამიანი, რომლის თაოსნობით სკოლამ და ვანის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია წლების მანძილზე.- ის აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო ჩემპიონატებში, მინიფეხბურთსა და ფრენბურთში. იყო ერთ-ერთი დასაყრდენი და მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი. მრავალი ტურნირის გამარჯვებული, I ადგილის მფლობელი ჭიდაობის სამ სახეობაში: ძიუდოში, სამბოსა და ქართული ჭიდაობში.
ანრის სახით საქართველომ, დიდი მომავლის მქონე სპორტსმენი დაკარგა.
მთელი სკოლის სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს და ვუსამძიმრებთ ანრის ოჯახს, მეგობრებსა და გულით საყვარელ ადამიანებს!
PS. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, ანრის სულის პატივსაცემად, ყოველ წელს გაიმართება სარაიონო ჩემპიონატი (ანრი გიორგაძის სახელობის ტურნირი) ფრენბურთში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“