სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ
21-02-2018
-
+


ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაებში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა.

ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიზონ ლეიონი უმასპინძლებს.

ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონების, წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ვაჟთა და თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდნენ.

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ გუნდებს ეროვნული დროშები გადაეცა.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ მასობრივ სპორტულ პროგრამას “საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“. 2017-18 წლებში სასკოლო ოლიმპიადაში თბილისიდან და რეგიონებიდან 100 ათასამდე მოსწავლეა ჩართული.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ოლიმპიადის საშეჯიბრო სისტემა მოიცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს სკოლების გუნდებს შორის. ეროვნულ დონეზე - მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს, ხოლო საერთაშორისო დონეზე - სასკოლო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება