სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ამგვარი ტესტირება პირველად ჩატარდება“ - ორი ახალი გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთათვის
27-12-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურისა და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდას ამზადებს.

ქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გამოცდისაგან განსხვავებით არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ამგვარი ტესტირება ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს პირველად ჩატარდება.
 
 
ორივე ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდასა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებაზე შემოწმდება:

  • სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  • მოსწავლის ცოდნისა და უნარის გაზომვა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;
  • უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • წერის კულტურა.
ამასთან ერთად:

მასწავლებელმა უნდა შეძლოს საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ტექსტების გააზრება, რაც, თავის მხრივ, მხატვრულ ნაწარმოებში გამოკვეთილი სახეების, თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგების, სიტუაციების, კოლიზიების, ქვეტექსტების არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატურ გაგებას გულისხმობს; გარდა ამისა, ლირიკული ნაწარმოებების აზრობრივი და ემოციური შინაარსის წვდომას, ტროპის გააზრებას; ესეისტური თუ ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტების გაგებას, რისთვისაც აუცილებელია ავტორისეული არგუმენტაციის კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარი, მსჯელობის ლოგიკის წვდომა და სამსჯელო საკითხის შესახებ საკუთარი პოზიციის გამოკვეთა.
 
პედაგოგს მოეთხოვება ლიტერატურულ ტექსტებში ასახული ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური იდეებისა თუ პრობლემატიკის ცოდნა; აგრეთვე, მას უნდა გააჩნდეს, ერთი მხრივ, ლიტერატურულ პროცესზე ეპოქის თავისებურებებისა და, მეორე მხრივ, მხატვრული შემოქმედების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზეგავლენის წვდომის უნარი. 
 
მასწავლებელმა უნდა შეძლოს ერთი და იმავე ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის გაანალიზება მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით (სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემებისა და მათი ინტერპრეტაციების ერთმანეთთან შედარება); მსგავსი ან ერთნაირი პრობლემების გაანალიზება სხვადასხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. 
 
იმისათვის, რომ ამგვარ მოთხოვნებს უპასუხოს, მასწავლებელს განვითარებული უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, ნაწარმოების შესახებ კრიტიკული, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობისა და ლიტერატურული ტექსტის მონაკვეთებსა თუ სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარების უნარი.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და წერითი უნარების განვითარებას

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება