სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონლების“ საახალწლო სურვილები, მილოცვები და მიზნები - „ერთგულება უძლებს წლებს ! “
27-12-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ თითქმის ორი ათეული წელია მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს. როგორც პროექტის ავტორმა და უცვლელმა წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის დევიზიც -  „ერთგულება უძლებს წლებს“, ამ შრომის გამოძახილია. „ეტალონმა“ ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის სეზონიც წარმატებით დაასრულა. ტრადიციულად ემოციური და შთამბეჭდავი ფინალური შოუ პანდემიის გამო ამჯერადაც ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა.

ტესტის დასრულების შემდეგ გამოვლინდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის 10 საუკეთესო მონაწილე. მათ გადაწყვიტეს, რომ 2022 წელი მთლიანად საქართველოსთვის Etaloni.ge-ს საშუალებით კიდევ ერთხელ მიელოცათ.

ლუკა ბურდული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე ეტაპის დასკვნითი კონკურსის გამარჯვებულია, საახალწლოდ მისი სურვილია, რომ ყველამ შეძლოს 2022 წელს მისი მსგავსი წარმატების მიღწევა:

„პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი „ეტალონს“, რომ მომეცა საშუალება გამომეცადა საკუთარი თავი და მიმეღწია ყველასთვის სასურველი გამარჯვებისთვის. გილოცავთ თქვენ და მთელ საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს, მინდა რომ ისეთი სიხარული და წარმატება გქონდეთ, როგორც მე მქონდა „ეტალონში“ გამარჯვების შემდეგ. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს გამარჯვებაში. სიკეთეს ვუსურვებ ყველას“.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე ეტაპის II ადგილის მფლობელი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, შორენა კიპაროიძე „ეტალონს“ და საქართველოს ულოცავს. მისი სურვილია, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მომავალ წელს უკვე დასწრებულად ჩატარდეს:

„მივულოცავ ყველას დამდეგ 2022 წელს. „ეტალონს“ პირველ რიგში ვუსურვებ, რომ ძველებურად პირისპირ რეჟიმში მიეცეს ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარების საშუალება, რადგან იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი იყო იდეალურად, დასწრებულ ფორმატს სხვანაირი ღელვა და ემოცია ახლავს თან. ასევე ვულოცავ ჩემ მუნიციპალიტეტს, სკოლას, დირექტორსა და მასწავლებლებს, ბედნიერების და სიხარულის მომტანი წელი ყოფილიყოს ყველასთვის“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვაშილავა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის III ადგილის მფლობელია, საახალწლო სურვილი პანდემიის დასრულებას უკავშირდება:

„მიხარია, რომ მომეცა დამდეგი 2022 წლის მოლოცვის საშუალება. პირველ რიგში მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის პანდემიის დასრულებას ვისურვებდი. მინდა რომ ისევ ძველებურად გახდეს ყველაფერი, არ ვიყავით ასე ჩაკეტილები... მინდა ვუსურვო ყველას წარმატება, მათ შორის იმ მონაწილეებს, რომლებიც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ, მათაც მომავალში აპირებს „ეტალონში“ გამოსცადოს თავი, რადგან ეს არის საუკუნის პროექტი და ყოველთვის სასახელოა მასში მოინაწილეობა“.

საუკეთესო ათეულში მოხვედრა და IV ადგილის დაკავება მოახერხა მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა ჩოხელმაც. მას უკვე 2022 წლის მთავარი მიზანიც არჩეული და დასახული აქვს.

„2022 წელს პირველ რიგში ჩემი მიზანი და სურვილი არათუ საუკეთესო ათეულში მოხვედრა, არამედ  „ეტალონის“ ინეტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვებაა. მოსწავლეებს მოვუწდებ, რომ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, იმიტომ რომ ყოველ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა. საქართველოს ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული მოსწავლე ჰყავდეს, უფრო მეტი განათლებული და შრომისმოყვარე თაობა. მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, მასწავლებელს თუ მეგობარს, ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა. საუკეთესო წელს გისურვებთ“.

საუკეთესო ათეულის წევრია, წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გურგულიანი, რომელმც თავისი მილოცვის გაზიარება ტექნიკური მიზეზის გამო ვერ შეძლო. სკოლის დირეტორმა კი მარინე ბერიანიძემ, მთელქ ქვეყანასა და „ეტალონს“ წარმატებებისა და წინსვლის წელი უსურვა.

„მინდა იყოს სიახლეების წელი და ეს მოუშორებელი სენი კოვიდპანდემია სამუდამოდ უკან მოვიტოვოთ. ვუსურვებ „ეტალონს“ ძალიან ბევრ წარმატებას, ბევრი მოსწავლის ჩართვას. კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, რადგან „ეტალონში“ გამარჯვება მათი განათლებისა და ცოდნის ინდიკატორია. ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული არ მოაკლოს ღმერთმა ჩვენს სამშობლოს, თქვენ და სამყაროს.“


ასევე „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის საუკეთესო ათეულის წევრია „ხაშურის ეტალონი მოწავლე“ შალვა ჩაჩანიძე, მისი მთავარი მიზანიც და სურვილიც 2022 წელს უნივერსიტეტში ჩაბარებაა. „ეტალონს“ კი უფრო ბევრ წარმტებას უსურვებს.

„მინდა „ეტალონს“ ვუსურვო, რომ მომავალი წელი გაცილებით წარმატებული ჰქონოდეს და რაც მთავარია ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ძველ რეჟიმს დავუბრუნდეთ. მინდა რომ პანდემიამ ამის საშუალება მოგვცეს ყველას. მომავალ წელს ჩემი თავისთვის ყველაზე დიდი სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებაა, ასევე ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას. ვულოცავ მთელს საქართველოს“.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის საუკეთესო ათეულის წევრია სოლომონ ონიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლიდან, რომელსაც პირადზე მეტად 2022 წლისთვის გლობალური სურვილები აქვს.

„მთელს საქართველო და მსოფლიოს 2022 წელს მინდა ვუსურვო ბედნიერება, მშვიდობა და ჯანმრთელობა. რაც მთავარია პანდემიის დასრულება, ალბათ ამ სურვილში ორიგინალური ვერ ვიქნები. მე ვეცდები რომ უკეთესად ვისწავლო და მეტ წარმატებას მივაღწიო. „ეტალონს“ ვულოცავ და უფრო წარატებული და წინსვლის წელი მინდა გქონდეთ. მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი იმედია, რომ ასეთი პროექტი არსებობს“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მაკა ქოქოშვილმა „ეტალონის“ ინეტელქტ-ჩემპიონატში ასევე წარმატებულად იასპარეზა და საუკეთესო ათეულში მოხვედრაც შეძლო.

„ვულოცავ ყველა „ეტალონელს“ დამდეგ 2022 წელს და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტის განეხორციელებინოს. ვულოცავ ჩემს მასწავლებლებს და  მადლობას გადავუხდი მხარდაჭერისთვის. მე კიდევ ვაპირებ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას და ჩემი მიზანი უკვე გამარჯვება იქნება“.

გიორგი ბითაძემ ასევე შეძლო, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვედრილიყო. პირად წარმატებებთან ერთად 2022 წელს სურს, რომ პანდემიამ უკან დაიხიოს.

„პირველ რიგში ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, რადგან ამ რთული წლის შემდეგ ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ რა თქმა უნდა პირად წარმატებებს ვისურვებ. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომ შესანიშნავი პროექტი აქვს მოსწავლეებისთვის და სიხარულიც მომიტანა წელს. ვულოცავ მთელს საქართველოს, ბედნიერების წელი გვქონოდეს.“

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის კიდევ ერთ გამარჯვებულ მოსწავლეს ნიკა ოდიკაძეს, ყველაზე მეტად ასევე პანდემიის დასრულება სურს. ის მომავალი წლიდან აბიტურიენტი იქნება და სხვა სურვილებთან ერთად სტუდენტობაც მისი მიზანია.

„გილოცავთ მთელს „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დამდეგ 2022 წელს, გისურვებთ რომ ყველა გამოწვევა რაც წინ შეიძლება გელოდებოდეთ ისევე წარმატებით გადაგელახოთ, როოგრც გასულ წლებში. ასევე ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, სკოლას. ყველას მთავარი სურვილი, რა თქმა უნდა, პანდემიი დასრულებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. მომავალი წლიდან აბიტურიენტიც ვიქნები და ყველაზე დიდი მიზანი ამ ეტაპზე სწორედ სტუდენტობაა“.

„ეტალონის“ გუნდი უერთდება წარმატებული მოსწავლეების საახალწლო სურვილებსა და მილოცვებს. ამიტომ თითოეული მათგანისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის უპირველესად ჯანმრთელობა გვინდა ვისურვოთ და რაც მთავარია, მეტი განათლებული და მცოდნე ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანას, რომელთა სამსახურშიც „ეტალონი“ ისევ დაუღალავად იდგება.





კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
„ეს იყო დიდი შთაგონება ჩვენი მოსწავლეებისთვის“,- ამბობენ სკოლაში
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს აღნიშნულ ტურნირზე და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება