სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ, ყველაზე მთავარს - კაცობრიობისთვის ყველაზე სანუკვარს - მშვიდობას“ - ველევის საჯარო სკოლა ახალი წლის მისალოც წერილს ავრცელებს
17-12-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს. 

სკოლის დირექცია ახალი წლის მისალოც წერილს ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:

„წელთა მიჯნაზე თქმული... კიდევ რამდენიმე დღე და დროის წისქვილში დაფქული, არაქად გამოცლილი, ცოდვებით დამძიმებული, გაცვეთილი, დაწურული და გაუფერულებული ძველი წელი მჭიდროდ გაიხურავს კარებს და ჟამთა აღმწერლის-ისტორიის საკუთრება გახდება. კარს შემოაღებს უმწიკვლო, სიკეთით გაცისკროვნებული, იმედებით აღსავსე, ქათქათა და სპეტაკი ახალი წელი. გილოცავთ ახალ წელს!!! გისურვებთ: წელთა სიმრავლეს, ჭერის სიმაღლეს, გულის სიმჩატეს, თვალთ სინათლეს, ძეთა სიმრავლეს; ბეღლებს - ავსებულს, ქვევრებს - დალიცლიცებულს, კერას - კვამლიანს, სოფელს - ხალხიანს, სუფრას - ხვავიანს, ხეებს - ნაყოფით, ოჯახს - ბავშვებით დახუნძლულს, და რაც მთავარია ერს და ქვეყანას გაერთ - გამთლიანებულ - გამტკიცებულს! გისურვებთ: ჭეშმარიტ მორწმუნეთა მომრავლებას, ქრისტესმიერი სიყვარულის აყვავებას, ურთიერთპატივისცემის გრძნობის გაღვივებას, ერთმანეთის სამსახურში გახარჯვის უნარის შეძენას, სამოყვრ - სამეზობლო ხიდ - ბოგირების შენებას, ლამაზი ოცნებების ასრულებას, შურისა და ღვარძლის გულიდან გაქრობას და ყველაზე მთავარს და უმთავრესს - კაცობრიობისთვის ყველაზე სანუკვარს - მშვიდობას და სამყაროს თვალით უჩინარი მტრის კორონას კლანჭებიდან დახსნას!“, - წერია მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება