სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეორე სემესტრში თბილისის სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
15-12-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თბილისის საჯარო სკოლების სატრანსპორტო მომსახურებითვის 2 მილიონ 445 ათასი ლარი დაიხარჯება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ტრანსპორტის მომსახურებით თბილისის 30 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

შესაბამის მომსახურების შესყიდვის მიზნით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტენდერს აცხადებს, რომელიც 2022 წლის 9 იანვარს დასრულდება.

საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ავტოსატრანსპორტო საშუალება თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა. ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს. ასევე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსტრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პერიოდულად უნდა ხდებოდეს დეზინფიცირება.

სატენდერო პირობებში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვადლებულია უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების წესების დაცვა და განათლების სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების მითითება.  სატრანსპორტო საშუალებაში ასვლამდე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოსწავლეების თერმოსკრინინგი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა შესაბამისი მოწყობილობით მიმწოდებლის მიერ. ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მართავდნენ შესაბამისი მართვის უფლების მქონე მძღოლები.

კონკრეტულ მარშრუტზე სატრანსპორტო საშუალების ტევადობა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებაში სტაციონარულად დამონტაჟებულ სკამებზე დამჯდარ მდგომარეობაში გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობას. კონკრეტულ მარშრუტზე განსაზღვრული გზების რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალების ტევადობა შესაბამისობაში უნდა იყოს გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობასთან.

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება