სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საერთაშორისო ღონისძიებაში 
13-12-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერულ კვირეულში ჩაერთნენ და ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

„კოდის ერთ საათში“ მეხუთე კლასის მოსწავლე შალვა მაჭარაშვილი და მერვე კლასის მოსწავლე ამირან მაჭარაშვილი მონაწილეობდნენ.

მათ თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში წარმატებას მიაღწიეს. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„ჩვენ  შევუერთდით მსოფლიოს 180+ ქვეყანას, 1,3 მილიარდ ადამიანს და 30,000+ სკოლას, რომელიც ერთი ღონისძიების გარშემო ერთიანდება - „კოდის ერთი საათი“. 12 დეკემბერს გაიმართა ფინალი და ჩვენმა მოსწავლემ ამირან მაჭარაშვილმა (მე-6, მე-7, მე-8) კლასის ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი აიღო. მან წელს შედეგი გააუმჯობესა - შარშან მესამე ადგილზე გავიდა. ხოლო შალვა მაჭარაშვილმა მე-4, მე-5 კლასის ასაკობრივ ჯგუფში მეოთხე ადგილი მოიპოვა.

ღონიძიებაში მთელი საქართველოს რეგიონების სკოლები მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა მონდომებული და წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც წარმოდგენილ აქტივობებს სრულად და წარმატებით ასრულებდნენ.
ღონისძიება კარგად ორგანიზებული იყო, მშობლებს და მასწავლებლებს საშუალება გვქონდა, რომ თვალი გვედევნებინა გარეთ დამონტაჟებულ მონიტორზე როგორ ასრულებდნენ დავალებებს მონაწილენი. როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი - კოლეგებიც შევხვდით ერთმანეთს. მადლობა მშობლებს, რომლებმაც მოახერხეს და შვილებს დაუდგნენ გვერდით და შეძლეს ჩამოსვლა რეგიონებიდან, ტყიბულიდან, საჩხერიდან, მცხეთიდან, რუისიდან, ლაგოდეხიდან და ა. შ.

უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს, რობოტექნიკის და ტექნოლოგიების პედაგოგს და ტრენერს ბატონ დავით ნოზაძეს, ბატონ სანდრო ასათიანს, მათ  გუნდს რომ გვაქვს საშუალება რეგიონის სკოლებს ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა ამგვარ კონკურსებში. ეს დღე ძალიან წარმატებული და სასიხარულოა ჩვენთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება