სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ
13-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში ხშირად და აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები - „წიგნიერების დღისადმი“, მიმართულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში ხორციელდება აქტიურად ჩაებნენ. მონდომებული მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თამარ გრიგოლიაა.

„წიგნიერების დღე“ მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში, წიგნიერების ამაღლების დროულ პროპაგანდას. აღნიშნული, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, გაეცნენ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს, იმსჯელეს თუ რატომ არის სასარგებლო წიგნის კითხვა, რა უპირატესობა აქვს წიგნს კომპიუტერულ ტექნიკასთან შედარებით. წარმოადგინეს თავიანთი საყვარელი წიგნები, თანაკლასელებს გაუზიარეს წიგნის წაკითხვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები, ყურადღება გაამახვილეს პერსონაჟთა დადებით მხარეებსა და სიუჟეტის განვითარებაზე, რამაც  მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შევთანხმდით, რომ კითხვა დიდი სიკეთის მომტანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომ წიგნი - დიდი მასწავლებელი და მეგობარია, რომლის გარეშეც ადამიანის ჰარმონიული განვითარება წარმოუდგენელია საგაკვეთილო პროცესი, რომლითაც შევეხმიანეთ აღნიშნულ ღონისძიებას, იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების ინფორმირებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. Vბ კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა, საკუთარი ხელით შექმნილი, ბიბლიოთეკაში, სპეციალურად მკითხველისთვის შექმნილი ქცევის კოდექსი, რომელსაც საპატიო ადგილი მიენიჭა N1 სკოლის წიგნთა საცავში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება