„ზუსტად ესაა სწორად დანახული და შესრულებული კომპლექსური დავალება“ - თბილისის N118 სკოლის მოსწავლეთა „მე და საზოგადოების“ შთამბეჭდავი დავალება
09-12-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N118 საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა საგანში - „მე და საზოგადოება“ საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს.
კომპლექსური დავალების თემა - „შინაური ცხოველები“ გახლდათ.
ბავშვებს თემის დამუშავების პროცესში დაწყებითი კლასის მასწავლებლები - ნატალია ათენაშვილი და ქეთევან გოგინაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
დავალების წარდგენის პროცესს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის ექსპერტი და ტრენერი ინა იმედაშვილი ესწრებოდა, რომელიც შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
„საოცრად მოხიბლული ვარ, თან გაოგნებულიც, მე-2 და მე-3 კლასელებმა ისეთი მაგარი რამეები შექმნეს და დაწერეს, დახატეს და წარმოადგინეს. ზუსტად ესაა სწორად დანახული და შესრულებული კომპლექსური დავალება - ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მიდიხარ მიზნისკენ და ბავშვებისთვის მასწავლებელი კიბედ რომ იქცევა. მადლობა არაჩვეულებრივ მასწავლებლებს, ასე კარგად რომ გაიგეს, განახორციელეს და ასე რომ ზრუნავენ ბავშვების ხედვის და უნარების ჩამოყალიბებაზე“, - აღნიშნავს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის ექსპერტი ინა იმედაშვილი.