სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 საჯარო სკოლა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება
08-12-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.

სკოლაში ამ თარიღთან დაკავშირებით „ბავშვთა უფლებების კონვენციიდან“ ბარათები დაამზადეს. როგორც სკოლა წერს, აღნიშნული ბარათები კიდევ დამზადდება და მას საზოგადოებას გაუზიარებენ.

მოსწავლეები იაზრებენ ამ თემის მნიშვნელობას და პროექტში ინტერესით ერთვებიან.

„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა!
თბილისის N133 საჯარო სკოლის სასკოლო პროექტი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება, სწორედ ამ თემატიდან გამომდინარე ყოველდღე შემოგთავაზებთ „ბავშვთა უფლებების კონვენციიდან“ 2-2 ბარათს, შესაბამისი ილუსტრაციით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ „ბავშვთა უფლებების კონვენცია“ 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.
საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
3. ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი იტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის უფლებების დაცვაზე.
4. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
აღნიშნული ბარათები დამზადებულია თბილისის N133 საჯარო სკოლის ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში.
ბარათზე დატანილი ილუსტრაციები ეკუთვნის : CRIN – Child Rights International Network-ს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება