სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს
08-12-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის ღირსშესნიშნავი ადგილები მოინახულეს. 

მათ წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები მოილოცეს, ეკლესიის მსახურთან საინტერესო დიალოგი გამართეს. 

მოსწავლეები ბოლოს „ციყვების პარკში“ იმყოფებოდნენ. 

ისინი აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ისტორია თავისი რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილების, ადგილის, სადაც ცხოვრობს, ამისათვის გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ჯერ რაიონული ცენტრი და შემდეგ შემოგარენი. შევიკრიბეთ მასწავლებელი ნანა თეგაძე, მშობლები და მოსწავლეები და დავგეგმეთ ტური თეთრიწყაროში, დავადგინეთ დღე, დრო და დავიწყეთ მზადება. მოსწავლეებს დაევალათ მოეძიათ ისტორიული წყაროებიდან ცნობები რაიონის შესახებ. ძალიან მოტივირებულები იყვნენ მოსწავლეები და საინტერესო იყო მუშაობის პროცესი .
ტური შედგა, მიუხედავად ამინდისა, ტურში ჩაგვერთნენ მშობლები, მარშუტი საინტერესო აღმოჩნდა, დავათვალიერეთ რაიონის მიდამოები, მოვილოცეთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სადაც საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეკლესიის მსახურთან, მამა პავლესთან, რომელიც ესაუბრა ბავშვებს ბიბლიურ ისტორიებზე, გაიმართა დიალოგი მოსწავლეებსა და მამა პავლეს შორის, მან მადლობა გადაუხადა ასეთი დაინტერესებისათვის ბავშვებს, აზიარა და დალოცა ჯგუფი, მისცა რჩევა-დარიგება მოსწავლეებს, მრავალ კითხვას გასცა პასუხი ამომწურავად და საინტერესოდ.
ეკლესიიდან სულიერად დამშვიდებულები გავუდექით ულამაზესი სოფლის - ჭივჭავის გზას, მოვილოცეთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
რაიონულ ცენტრში დაბრუნებულები მივედით ულამაზეს ადგილას „ციყვების პარკში“, დავათვალიერეთ ტერიტორია, ულამაზესი იყო თოვლში ჩაფლული პარკი და ძალიან იხალისა ყველამ. ბედნიერებისგან ბრწყინავდა დიდიც და პატარაც“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება