სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა არქიტექტორის როლი მოირგეს და რუსთავის ციხის მაკეტები დაამზადეს
08-12-2021
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ და ბავშვებიც დიდი ინტერესით ერთვებიან.

სკოლის მე-5 კლასებში საგანში - „ჩვენი საქართველო“ კომპლექსური დავალების ფარგლებში - „რუსთავის ციხის მაკეტი“ დაამზადეს. ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეების პედაგოგი ბელა გზირიშვილი გახლავთ.

„სკოლის მე-5 კლასებში, საგან - „ჩვენი საქართველოს“, ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური დავალება თემაზე - „ქართლის ციხესიმაგრეები“. პირობის მიხედვით მოსწავლეებს უნდა მოერგოთ არქიტექტორის როლი და შეექმნათ პროდუქტი - „რუსთავის ციხის მაკეტი“, რომელსაც თან დაურთავდნენ ანოტაცია/აღწერას, სადაც იმსჯელებდნენ ციხესიმაგრეთა მნიშვნელობის შესახებ წარსულში და დღეს, სახელმწიფოსა და მოქალაქეების როლზე კულტურული ძეგლების დაცვის საქმეში.  კომპლექსური დავალების 1-ელი ეტაპისას მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორესურსები, რომელიც ეხებოდა ანანურისა და ხერთვისის ციხეებს. მათ მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ციხის მაკეტის შექმნა-დამზადების, პროფესია არქიტექტორის, თავდაცვით ციხე-სიმაგრეთა შემადგენლობისა და დანიშნულების შესახებ. დავალების მე-2 ეტაპი მოიცავდა მოსწავლეთა მიერ უშუალოდ რუსთავის ციხის შესახებ ხალხსა თუ წერილობით წყაროებში მოცემული ინფორმაციების მოძიება-კვლევა-დამუშავებას, იმ საკანონმდებლო მუხლების გაცნობას, სადაც ასახულია სახელმწიფოსა და მოქალაქეების ვალდებულებები ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა დაცვა-მოვლისა და მათი რესტავრაციისას  გარკვეული წესების დაცვის თვალსაზრისით. კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს პროდუქტი-რუსთავის ციხის მაკეტები და ანოტაცია, სადაც ისაუბრეს ციხესიმაგრეთა მნიშვნელობის შესახებ წარსულსა და დღეს, სახელმწიფოსა და მოქალაქეების როლზე კულტურული ძეგლების დაცვის საქმეში. ყველა კლასში ჩატარდა (სულ 5 კლასი) კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტის პრეზენტაციები“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება