სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2022 წლიდან უმაღლესების პროგრამების აკრედიტაციის სისტემა იცვლება და კლასეტრული ხდება
01-12-2021
-
+


მიხეილ ჩხენკელის განცხადებით მომავალი წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემა იცვლება. ინერგება კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მიხედვითაც მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებს მოუწევთ ყოველ წელს აკრედიტაციის პროცესის გავლა არა ყველა დარგის, არამედ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დარგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემა. კერძოდ, დაინერგება სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია.

კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების კონსოლიდაცია კონკრეტული დარგის პროგრამებზე, რადგან ყოველ წელს მათ აკრედიტაციის პროცესის გავლა მოუწევთ არა ყველა დარგის, არამედ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დარგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კლასტერული აკრედიტაციის დროს უნივერსიტეტის ფარგლებში ერთი კონკრეტული სფეროს სხვადასხვა საფეხურის პროგრამები შეფასდება ერთიანად, ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის კავშირისა და განსხვავებების უკეთ დანახვასა და შეფასებას“ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება სამ უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება