სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ ათქმევინოთ სწავლაზე უარი, ნუ გაუჩენთ მოსწავლეებს სკოლის ფობიას“ - მშობელი განათლების სამინისტროს მიმართავს
02-12-2021
-
+


პანდემიამ, დისტანციურმა სწავლებამ, ჰიბრიდულმა მოდელმა და წერტილოვანმა შეზღუდვებმა, მოსწავლეებიც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა.ჯერჯერობით რთულია თქმა, საბოლოოდ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი; მანამდე კი Natia Kurshubadze სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეს გახლავთ საკითხი, ბავშვების ონლაინ და არა ონლაინ სწავლების არსზე და მიზეზებზე. ხშირად ვაწყდები სხვადასხვა გვერდებზე აზრთა სხვადასხვაობას იმის შესახებ, თუ რა ჯობია? ონლაინ სწავლება ამ ეტაპზე ,თუ პირიქით? რაც პირველ რიგში არ მომწონს და მეუხერხულება, ეს არის კომენტარებში მასწავლებლების და მშობლების მხრიდან, ერთმანეთისკენ თითის შვერა,იმისა თუ ვინ არის მთავარი გამავრცელებელი სკოლებში ამ ვერაგი პანდემიის? მოკლედ, ჩემთვის ამ ყველაფრის კითხვა უხერხულია და მსგავსი დამოკიდებულება მასწავლებლებსა, მოსწავლეებსა,თუ მშობლებს შორის. მოდით შევთანხმდეთ, რომ კოვიდი არის საერთო ჭირი! ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაზეც ყურადღება არ მახვილდება და მე გავამახვილებ. მხოლოდ კოვიდი არ არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ბრუნდება ბავშვი ისევ ონლაინ სწავლებაზე?! აქ მიზეზია მასწავლებლების დაუფიქრებლობასა, თუ გაუთვალისწინებლობაზე, რაც ვფიქრობ განათლების სამინისტროს ჩარევის საკითხიც არის - კიდევ რაში მდგომარეობს ბავშვის ონლაინზე დაბრუნების მიზეზი? იმაში, რომ 2 წლიანი ჩავარდნის შემდეგ, ბავშვი რომ ჩვეულ სწავლებას უბრუნდება, უნდა იყოს გათვალისწინებული ამხელა პაუზა და არ უნდა ეყრებოდეს უამრავი სამეცადინო, არ უნდა უფასებდნენ დაუნდობლად მასწავლებლები ბავშვებს უმდაბელსი ქულებით თავიანთ შრომას. ახლა ბავშვებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ხელშეწყობა, როგორც მშობლების მხრიდან, ასევე მასწავლებლების. მათ სჭირდებათ ადაპტაცია ამ ყველაფრისთვის, რომ ხელახლა შეეგუონ და მოერგონ სწავლების ჩვეულ რითმს. იმ ყველაფრით, ანუ უმდაბლესი ქულებით ბავშვის სწავლის შეფასება, იმ რაოდენობით სამეცადინოების მიყრა, ხდება ბავშვისთვის დამთრგუნველი, თვითშეფასების დამაქვეითებელი და საბოლოოდ სწავლის შეძულების და ზოგადად სკოლის აუტანლობის მიზეზი! აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავები, 2 წლიანი შვებულების მერე?! უბრუნდებით ძველ სამსახურს და ხელმძღვანელი პირველივე დღეს გამოხატავს უკმაყოფილებას თქვენს მიერ სამუშაოს არაეფქტეურად შესრულების გამო და ამ ყველაფერს გიფასებთ ძალიან უარყოფითად. როგორ იგრძნობდით თავს?! ამ კითხვაზე პასუხი, თქვენივე თავს გაეცით და კარგად დაფიქრდით და ჩააყენეთ მოსწავლე თქვენს ადგილას,.პასუხიც მარტივად გამოჩნდება და შინაგანი განწყობაც. ვთხოვ განათლების სამინისტროს, შეიმუშაოს გარკვეული მეთოდოლოგია, მიუდექით ბავშვების ფსიქოლოგიას ფაქიზად და მოიფიქრეთ რამე ისეთი, რაც მოსწავლეს საბოლოოდ უარს არ ათქმევინებს სწავლაზე და არ გაუჩენთ სკოლის ფობიას! მშობლებიც ადამიანები ვართ და დაგვინდეთ. სიამოვნებით მოვისმენ ყველას კომენტარს. აქვე დავსძენ, რომ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და პირადად არავის ვეხები. უბრალოდ მე, როგორც მოსწავლის მშობელმა, ჩემი ტკივილი გამოვხატე და მაინტერესებს, სხვა მშობლები რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება