TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა მოსწავლეთა გახარებისთვის“ - წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
19-11-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ. 

სკოლას 543 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტი ამავე სოფელში დაბადებულმა ადამიანმა გადასცა. მან თავისი სახელის გამჟღავნება არ ისურვა და ყველას სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა. 

„ჩემი საქველმოქმედო მისია მდგომარეობს იმაში, რომ ყოველდღე მეტი ვიცოდეთ და მეტს ვგრძნობდეთ
წინა დღესთან შედარებით. ამისთვის საჭიროა წიგნი, მუდმივი სიახ-LOVE სწავლასთან, შემეცნებასთან და წერო ცარილ ფურცელზე შენივე ხელით, შენივე განცდებით და ყოველდღე აუმჯობესო გუშინ დაწერილი, ყოველდღე აუმჯობესო ნაკეთები სიკეთე. 
მე არ ვამხელ ჩემს ვინაობას, რათა ნაკეთები სიკეთის ადრესატები ვერ დათვალო და ყოველთვის მოგენახოს ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რომლებსაც ტკივათ, რომლებიც თავს მარტო გრძნობენ, რომლებიც მოხუცდნენ, რომლებიც მიატოვეს, რომელბსაც უბრალოდ სითბო ენატრებათ...
გისურვებ წარმატებას, სიხარულს სწავლის გზაზე, სიყვარულს მოყვასისას და ამ გზაზე ღვთის მფარველობას. დაე შეეჯიბრეთ ერთმანეთს სიკეთის კეთებაში. ერთ სიკეთეს იგრძნობ, გაეცით ორი, ორს მიიღებ, გაეცით ოთხი და ა.შ. სულ ველოდები შენგან ახალს და უკეთესს!!!
პატივისცემით და ნდობით, თქვენი მომავლის იმედით თქვენი უცნობი მეგობარი“,- წერს უცნობი პირი.

სკოლა მას მოსწავლეთა გახარებისთვის უდიდეს მადლობას უხდის. 

„მოსწავლეებზე წიგნიერებისკენ, განათლებისკენ მოტივაციის მიცემის მიზნით საქველმოქმედოდ „უცნობმა“ პირმა, წაბლანაში დაბადებულმა და გაზრდილმა, სკოლას გადასცა 543 ლარის ღირებულების პაკეტი (სადაც შედის ორი წიგნი, წიგნაკი და ავტოკალამი). გადაეცა ყველა მოსწავლეს. 
ძალიან დიდი მადლობა ამ მოტივაციისთვის, გადამდები სიკეთისა და პასუხისმგებლობისთვის, მოსწავლეთა გახარებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება