სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯიუტად ერკინება ყველა სირთულესა და უსამართლობას“- გაიცანით, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ციცინო შანიძე
18-11-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი კოლეგას - გეოგრაფიის მასწავლებელ ციცინო შაინიძეს გვაცნობს.

ნინო დოხტურიშვილი წერს, რომ ციცინო შანიძე ღირსეული, წარმატებული, მიზანდასახული, გულისხმიერი პედაგოგი და პიროვნებაა. 

ციცინო შანიძე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. იგი მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია.

„ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგები, ბევრი საინტერესო, ღირებული მახასიათებლებით შემიმკია... გადმომიცია ის ჭეშმარიტება, რაც უცვლელი და პრიორიტეტია ჩვენი სკოლის აღსაზრდელებისთვის. დღესაც ტრადიციული ნიშნულებით მსურს დავახასათო დისველის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ციცინო შაინიძე. ციცინო მასწავლებელი დიდი სულისკვეთებით ეკიდება თავის პროფესიულ მოვალეობას როგორც სამსახურეობრივი თვალსაზრისით, ასევე პროფესიული ხედვით. მოსწავლეებს კეთილგონიერებით ათვითცნობიერებს პიროვნული ღირებულებების სწორად აღქმაში. არის პროფესიონალი საკუთარი საქმის, თავმდაბალი, თუმცა კლედასვით მტკიცე და შეუვალი. წარმატებებზე ხმამაღალი საუბრი არ უყვარს. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ვერ დაინახო ის დიდი ძალისხმევა, რომელითაც მისი აღსაზრდელები იზრდებიან და ვითარდებიან. ციცინო მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ოჯახურ იდილიასაც და იმ ყველა გარემოაებას, რომელიც ოჯახის კეთლდღეობისთვის საჭირო და სასარგებლოა. ორი ღირსეული ვაჟკაცის საამაყო დედაა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ისინი შემოქმედებითი და აღზევებით კარიერული წინსვლის ზენიტში არიან. ბევრი მოსწავლის, ახლობლის, ნაცნობის, შეძენილი მშობელი, რომელიც მზადაა მათ დახმარების ხელი გაუწოდოს და მშობლიური სითბო გაუნაწილოს, სწორედ ესაა პედაგოგისა და ქალის ძირეული, მისაბაძი ღირსება. ამ გადმოსახედიდან მეტად ვრწმუნდები, რომ მხოლოდ ქართველ ქალს შეუძლია გასწიროს საკუთარი თავი შვილების კეთლდღეობისთვის, მოიწყოს ოჯახური ატმოსფერო, გარდაქმნას სამყარო თუ მისი ძალისხმევა ამ უკანასკნელისკენ არის მომართული. ციცინო მასწავლებელი პრინციპული, დიდი სულიერი სიმტკიცის ადამიანი გახლავთ, ჯიუტად ერკინება ყველა სირთულესა და უსამართლობას, რომელსაც კი შეამჩნევს როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით. ვუსურვებ წინსვლას ჯანმრთელობას, კეთლდღეობას თავის დიდი და ლამაზ ოჯახთან ერთად!“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება