სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოში ყველა მასწავლებელი არის ნამდვილი გმირი“ - პედაგოგების 69% ვაქცინირებულია
18-11-2021
-
+


გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.

სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხზე საუბრისას ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მხრიდან სასკოლო კვების საკითხზე დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება. გადაიდგა საპასუხო ქმედითი ნაბიჯები – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად.

ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს განათლების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამინისტროს ძალისხმევას პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით. ღასან ხალილის თქმით, UNICEF აქტიურად უჭერდა მხარს სკოლების გახსნას და მოხარულია, რომ სამინისტრო პროცესს ეფექტიანად მართავს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებმაც პანდემიის დროს შეძლეს სწრაფად ადაპტირება ახალ რეალობასთან და სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვა, რაც არ იყო მარტივი. ღასან ხალილის თქმით, საქართველოში ყველა მასწავლებელი არის  ნამდვილი გმირი, რადგან მათ შეძლეს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ათვისება. მან აღნიშნა, რომ ონლაინსწავლება არც მოსწავლეებისთვის ყოფილა მარტივი და მათი აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში შენარჩუნება.

ღასან
ხალილი ასევე შეეხო მასწავლებელთა ვაქცინაციას და ხაზი გაუსვა გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ძალისხმევას ამ პროცესში. გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგად ორ თვეში მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 9%-დან 69%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება