TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო“​ - ლედგებეს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია
17-11-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია. 

მოსწავლეები უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში იღებენ განათლებას. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი თამილა შულაია ჩანაწერს ავრცელებს. დირექტორის თქმით, ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს მათ რეაბილიტირებული შენობა აქვთ.

„2021 წლის 8 ნოემბერი, დღე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან და საზეიმო თარიღად დარჩება სოფელ ლედგებეს მკვიდრთა და ჩვენი აღსაზრდელების ცნობიერებაში. დღე, რომელსაც მოუმენლად ველოდით - უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტის „ცოდნის ტაძარი“, რომელიც თითოეულის ზღაპრად ქცეული ოცნებად გვრჩებოდა.
2015-16 სასწავლო წელს, როგორც კი ფეხი შემოვდგი ლედგებეს საჯარო სკოლაში, მიზნად დავისახე უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ღირსეული თაობები ენაცვლებოდნენ ერთურთს.სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ძლიერი პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევამ, დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. ასევე აღსანიშნავია ქალბატონ პაშა გულორდავას ხელმძღვანელობით, მარტვილის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ერთიანი გუნდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფალთა თანადგომითა და მხარდაჭერა. სწორედ ასე გაკეთდა ისტორიული საქმე.
დღეს, ლაღად, ხალისით, ახალი იდეებითა და შემართებით მოტივირებულნი ვართ შევქმანთ ღირსეული, კონკურენტუნარიანი გარემო და მრავალი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს სოფელსა და ერს. უნდა აღინიშნოს,რომ ესაა საწყისი ნაბიჯი მომავლის კეთილდღეობისკენ. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. საძირკველი ისე მყარია, ჩვენი „ ცოდნის ტაძრისა“, რომ „სახურავიც“ ურყევი უნდა დაიდგას, რათა სრულყოფილი კომპლექტი ასულდგმულებდეს თაობებს“,- წერს თამილა შულაია ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება