სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებას აღწევენ
17-11-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლა საზოგადოებას რამდენიმე გამორჩეულ მოსწავლეს - მარიამ კვიციანს, ლევან ივარდავას და საბა ხაბურზანიას აცნობს. ისინი მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები არიან, რომლებმაც არაერთ კონკურსში გამოავლინეს საკუთარი თავი და მშობლიური სკოლა ასახელეს.

„მარიამ კვიციანი მონაწილეობდა კალიგრაფიის კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ტარდება ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც მოიპოვა პირველი ადგილი და დაიმსახურა შემდეგი პრიზები: მოოქროვილი „ვეფხისტყაოსანი", პირველი ადგილის დამადასტურებელი სიგელი, ღვთისმშობლის კვართის ხატი და სანთლები. ის ასევე ჩაერთო ხატვის კონკურსში სახელწოდებით - „ბიბლიური სიუჟეტები“; დახატა სიუჟეტი პირველი ადამიანები - ადამი და ევა, სადაც ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. აგრეთვე, მიიღო მონაწილეობა ნახატების გამოფენაზე, რომელიც ტარდებოდა სტუდია „ეტიუდის“ ხელმძღვანელობით, სადაც დაიმსახურა პირველი ადგილი. ახლახანს, ჩართული იყო საგალობლების შესარჩევ კონკურსში, სადაც ასევე გაიმარჯვა და იწყებს გალობას ტაძარში. ხელმძღვანელი ზედა ეწერის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრის მამა პავლეს მეუღლე, მარი ჯანაშია იყო.

ჩვენი სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ, ლევან ივარდავამ ბათუმში ჩატარებულ ძალოსნობის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა და დაიმსახურა პრიზები - თასი, მედალი და დიპლომი.

ზედა ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლემ, საბა ხაბურზანიამ მოკრივეთა ღია რინგში, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მოკრივეები მონაწილეობდნენ, პირველი ადგილი დაიმსახურა, მოიპოვა პრიზები და დიპლომები. აქვს ასევე საქართველოს ჩემპიონატში მიღებული მესამე ადგილი; ხოლო ფოთში ჩატარებულ რეგიონალურ შეჯიბრებაში დახურულ რინგში მეორე ადგილი, ბათუმში ჩატარებულ ღია რინგში კი პირველი ადგილი დაიმსახურა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება