TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-11-2021
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პედაგოგმა, ია ბლაგიძემ მოსწავლეებთან ერთად საინტერესო აქტივობა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ VIIIბ კლასთან დამრიგებელმა, ია ბლაგიძემ წინასწარ ჩაატარა შეხვედრა, რის შემდეგაც მსგავსი საათის ჩატარება სამ სხვადასხვა კლასში დაიგეგმა. თუმცა, შეხვედრის ჩატარება ამჯერად თავად მოსწავლეებს დაევალათ. მოსწავლეებს, დავალებად ასევე ვიდეორგოლის სახელწოდებით - „ტოლერანტობა“ მომზადება ჰქონდათ.

„ძალიან ამაყი ვარ თითოეული მათგანის მუშაობით, პასუხისმგებლობითა და უნარით. ხშირად ვიმეორებ ფრაზას - „ორი კურდღლის მადევარი -სამსაც კი დაიჭერსო“ (ჩემეული ვერსია). მთავარია მონდომება! სწორედ ასე დავიჭირე სამი კურდღელი: ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა გარდა იმისა რომ გაიაზრეს „ტოლერანტობის“, არსი, ასევე, იმუშავეს გუნდურად, თამამად წარდგნენ სხვა კლასის მოსწავლეების წინაშე და გაიუმჯობესეს საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარები, შექმნეს ვიდეორგოლი (მონტაჟისთვის მადლობა ნინი დიასამიძეს, მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის), აიმაღლეს მოტივაცია, შეიყვარეს სკოლის ცხოვრება კიდევ უფრო მეტად, მოირგეს და გაიაზრეს - „მასწავლებლობის როლი“ თანმხლები ვალდებულებებით, გაიმყარეს თავდაჯერებულობა. შეხვედრა ჩატარდა Vდ, VIე, VIIვ კლასების მოსწავლეებთან. დასმულ შეკითხვებზე თამამად მსჯელობდა თითოეული მოსწავლე, მადლობა მათ აქტიურობისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური მუშაკი ლიკუნა გრიგოლია და ფსიქოლოგი ნათია ყაველაშვილი. პრეზენტატორებისთვის მათი შეფასება იყო გამამხნევებელი. მადლობა ჩემო ინტერესიანო გოგო-ბიჭებო! მალე ისევ გაგიზიარებთ მომდევნო პროექტს, ამჯერად კლასის სხვა ჯგუფის ორგანიზებით, სხვა თემატიკაზე“,- აღნიშნავს 
პედაგოგი ია ბლაგიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება