სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამგვარმა გასვლამ მოსწავლეთა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა “- სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
16-11-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავისუფალ უნივერსიტეტში იყოფებოდნენ. 

გასვლითი ექსკურსიის ორგანიზატორები Shes Great-ის მენტორები ნინი კალაძე და ანი მშველიძე იყვნენ. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ინფორმაციას უნივერსიტეტის დაარსების, მისი დამფუძნებლისა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესახებ. 

როგორც სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი წერს, მოსწავლეებისთვის ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.

„2021 წლის 11 ნოემბერს სავანეთის საჯარო სკოლის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძესთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან ერთად მოუწიათ გასვლა თბილისში ბენდუქიძის სახელობის   თავისუფალ უნივერსიტეტში. გასვლამდე  ჩაუტარდათ ტესტირება.

პროექტი ფინანსდება ამერიკული ორგანიზაციის მიერ. გასვლითი ექსკურსიის ორგანიზატორი იყვნენ Shes Great-ის მენტორები: ნინი კალაძე და ანი მშველიძე. მოსწავლეები დაესწრნენ პრეზენტაციას, რომელიც გაიმართა მისაღებ ოთახში, ე.წ. სააქატო დარბაზში, სადაც მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, მისი შემოქმედი, ესაუბრნენ აქ მოხვედრის პრიორიტეტებზე, კურსდამთავრებულთა მიღწევებზე, რომლებიც მუშაობენ ამერიკაში, ინგლისში, კარიერული წინსვლის განვითარების  ინსტიტუტებში. წარადგინეს საკონტაქტო პირი, რომელიც კურირებს დასაქმებას, აქვს კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიებთან და კადრების მოთხოვნის შემთხვევაში ასაქმებს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საუბარი შეეხო ღია კარის დღეს, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, ადგილზე ხდება ჩაბარების მსურველებთან გასაუბრება,   აქვს შეღავათები სოციალურად დაუცველებს, არ იხდიან არანაირ გადასახადებს. ჭკვიანი აბიტურიენტები იგზავნებიან სხვადასხვა ქვეყნებში, იძენენ გამოცდილებას, ითვისებენ სხვადასხვა ენებს. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ის კურსდამთავრებული სტუდენტები, რომლებიც დღეს პოპულიარობით სარგებლობენ, მაგ: მიშა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველი, დეა გოგიშვილი აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მეგი ქარცილაძე და სხვები. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები (გაცვლითი პროგრამის წევრები) მესამე კურსს აგრძელებენ ინგლისში, მეოთხეს საფრანგეთში, მაგისტრს იცავენ ესპანეთში.

მოსწავლეები გაეცნენ სტუდენტების მიერ გაკეთებულ ხელნაკეთებს, დანადგარებს, ლაბორატორიებს, სადაც სინჯს იღებენ იწერენ შედეგებს, პრაქტიკულ სამუშაოებს ახორციელებენ ჰიგიენის წესების დაცვით, თეთრი ხალათებით, პირბადით, ხელთათმანით. გარემო უსაფრთხო და მშვიდია.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამზარეულო აკადემია, სადაც ამზადებენ საჭმელებს, ყველა საჭირო ნორმების დაცვით. ლამაზად გამოიყერებოდა გაზქურები და მათთან მდგომი სტუდენტები, რომლებიც გამუდმებით „ფაციფუცობენ.“

შესვენების დროს მოსწავლეებმა მიირთვეს საჭმელი და შემდგომ გაეშურნენ უნივერსიტეტის მუზეუმში. აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, საინტერესო იყო ირგვლივ ყოველივე: ცხოველთა ფიტულები, მცენარეები, ვაზის სხვადსახვა ჯიშები, ფრინველების კუთხე და ა. შ.

დღეს, როდესაც პანდემია მძვინვარებს, გასაოცარია რაიმე სახის ექსკურსია, გასვლები, პროგრამა კი ამის საშუალებას იძლევა. სამოქალაქო განათლება მუშაობს კარგად. შესაქებია ამ პროექტის დამფინანსებლების, წარმომადგენლების შრომა და ღვაწლი, შეუფასებელია ის შრომა, რასაც ახორციელებენ ბავშვებში, ტრენინგებიდან დაწყებული ექსკურსიით დამთავრებული. ამ მოსვლამ მათ მოტივაცია აუმაღლა, უბიძგა ჩაბარებისკენ. მოსწავლეები ერთმანეთს უზირებენ ნანახს, თვალებგაბრწყინებული საუბრობენ მომზადებაზე. ეს არის დიდი სტიმული, უანგარო საქმე, როდესაც ყოველი ადამიანი ხვდება, რომ უნიკალურია, რომ „შეუძლია“, „საჭიროა“, „შეძლებს.“  მათ საკუთარ თავში იპოვეს ძალები და დაისახეს მიზანი: მიიღონ უმაღლესი განათლება, მოემზადონ მასწავლებელთან. ვიზიტი უნივერსიტეტში კი გახდა მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყარო. ამგვარმა გასვლამ მოსწავლეთა ცხოვრება რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ“- წერს სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება