სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროფესიის დღე“ სენაკის N1 საჯარო სკოლაში
16-11-2021
-
+


გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა მშობლიურ ენაში თემის დასრულების შემდგომ, შემაჯამებელი სახალისო გაკვეთილი - „პროფესიის დღე“ ჩაატარეს. მოსწავლეების პედაგოგი კი შორენა ნოდია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილისთვის ნიჭიერი მოსწავლეები გულმოდგინედ მოემზადნენ და სამომავლო პროფესიების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მოიძიეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლა მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. კარგად დაფიქრდნენ თუ რა საქმიანობა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. გაითვალისწინეს უფროსების აზრი, ამ საქმიანობის შესახებ ინტერნეტით ინფორმაცია მოიძიეს თუ რატომ არის ეს პროფესია მნიშვნელოვანი. მოამზადეს პრეზენტაცია, რომელსაც ილუსტრაციები დაურთეს; ასევე, ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობით გამოეწყნენ და მასზე დეტალურად ისაუბრეს. მადლობა მოსწავლეებს და მშობლებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება