სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა მეტად თავდაჯერებული გამხადა და მოახლოვებული გამოცდებიც აღარ მაშინებს“, - „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“
09-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთო ჯანხოთელი, ამავე სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ნარიმანიძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი გენგაშვილი დაეუფლა.

იგი შთაბეჭდილებებითაა დატვირთული და და აღნიშნავს, რომ პროექტმა მეტად თავდაჯერებული გახადა და მოახლოებული გამოცდებიც აღარ აშინებს:

„გამარჯვების იმედი მქონდა, მაგრამ მაღალი კონკურენციის პირობებში წარმატება ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. მადლობა „ეტალონს“ მოცემული ცოდნისა და გამოცდილებისთვის, მეტად თავდაჯერებული გავხდი და მოახლოვებული გამოცდებიც აღარ მაშინებს“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი „ეტალონს“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს: 

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების  ცოდნას ახალისებს და სახელმწიფოებრივ საქმეს ემსახურება. დიდი მადლობა და მხარდაჭერა პროექტს მუნიციპალიტეტის მერიისგან და ულევი წარმატება მონაწილეებს“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილს ეროვნული პროექტის განხორციელებისთვის და წარმატებებს უსურვებს მონაწილეებს:

„მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი საქვეყნო პროექტის გარდაბანში ჩატარებისა და ჩვენი ბავშვების სწავლის წახალისებისთვის, სწორედ განათლებული ახალი თაობაა ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი, „ეტალონი“ ყოფილიყოს მათი წარმატებების საწინდარი“.

გარდაბნის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ნარიმანიძე მოხარულია მოსწავლეთა მონდომებით:

„არაჩევეულებრივი შეჯიბრი იყო. მიხარია, რომ მოსწავლეები მოტივირებულები არიან და სულ უფრო მეტად ინდომებენ, ცდილობენ, რომ განვითარდნენ და წლიდან წლამდე თავიანთი შედეგი გააუმჯობესონ. შარშან საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა, მაგრამ წელს კიდევ უფრო უკეთესი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება.“

გარდაბნის რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მოსწავლეს უჩენს სწავლის მოტივაციას:

„მადლობა „ეტალონს“, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მოსწავლეს უჩენს სწავლის მოტივაციას და ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილს. კმაყოფილი ვარ ბავშვების შედეგებით და წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალშიც“.

გამარჯვებულის მათემატიკის მასწავლებელი ირმა ჩადუნელი გახარებულია ნიჭიერი მოსწავლის წარმატებით:

„ბედნიერი ვარ, რომ „ეტალონი“ ასე აფასებს და ახალისებს ნიჭსა და სწავლას. გიორგი წარმატებული მოსწავლეა, ოქროს მედლის კანდიდატი. დაე, ეს გამარჯვება იყო მისი ბედნიერი მომავლის საწინდარი“.  
                
„გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გიორგი გენგაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება