სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარებმა ხოტბა შეასხეს ხმატკბილ ქართულ ენას“ - ჭიათურის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
12-11-2021
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა ასმათ ქაშაკაშვილმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ერთხელ დაბადებული ქართველი ბავშვი მეორედ მაშინ იბადება, როდესაც იაკობ გოგებაშვილის „დედაენას აიღებს ხელში და იტყვის „აი იაო“. მეორედ დაბადების ტოლფასი დღე იყო მ/წ 2 ნოემბერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლის Iგ კლასში. მიუხედავად პანდემიისა, რეგულაციების დაცვით, ანბანის შემობრძანება იზეიმეს პატარები, საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში ანბანის „ოქროს გასაღებს „აი იას“ შეხვდნენ. ხოტბა შეასხეს ხმატკბილ ქართულ ენას. მრავალჭირვარამგადანახად მშობლიურ ანბანს, დედაენის შემოქმედს და სურნელოვანი იის ნექტარიც იგემეს, მერე საკლასო ოთახიდან ღია სივრცეში გადაინაცვლეს და გიორგობისთვის ღუზღუზა მზით გამთბარ ზეცაში იისფერ ბუშტებს თავიანთი ბავშვური ოცნებები გაატანეს შეძახილით „აი იაო…“, აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება