სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თავის საქმეს სულისკვეთებით, ენთუზიაზმითა და ერთგულებით აკეთებს“- გაიცანით, ბანოჯის საჯარო სკოლის მათემატიკის დამწყები პედაგოგი დავით იობიძე
11-11-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში ბევრი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული პედაგოგია, რომლებიც მომავალი თაობის განათლებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.

სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგია, მათემატიკის დამწყები პედაგოგი დავით იობიძე, რომელსაც დირექცია განსაკუთრებულად ახასიათებს:

„დიდი იაკობ გოგებაშვილი ამბობდა - „განათლება-ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს". როდესაც სკოლას ჰყავს ახალგაზრდა, ენერგიით სავსე, სიახლეების მაძიებელი და ინოვაციების დამნერგავი მასწავლებელი, საქმე გვაქვს განათლების არა უბრალოდ სასარგებლოდ გამოყენებასთან, არამედ განათლების გამრავალფეროვნებასთან. ასეთი სულისკვეთებით, ენთუზიაზმითა და ერთგულებით აკეთებს თავის საქმეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მათემატიკის დამწყები მასწავლებელი დავით იობიძე, რომელიც თამამად უმკლავდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევებსა და კომპლექსური დავალებების საკლასო ოთახში დანერგვას. ამასთანავე აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობს და ხელმძღვანელობს სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა სკოლას. მოსწავლეთა შეფასებით დავითი არის თანამედროვე მასწავლებელი, როგორც ვიზუალურად, ისე პედაგოგიური მიდგომებით, მასწავლებლები კი აქტიურად საუბრობენ მის პროფესიონალიზმზე, მასთან ჯანსაღ კომუნიკაციასა და მაღალ თანამშრომლობით კულტურაზე. ახალი სკოლის მოდელის საგნობრივი ქოუჩი მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და განხორციელებულ აქტივობებს დადებითად, სანიმუშოდ აფასებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება