სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ამაყობს, როცა მისი კურსდამთავრებული სამაგალითოა“- ქვედა სიმონეთის N2 სკოლის კურსდამთავრებულის თედო ხუსკივაძის ნახატების გამოფენა გაიმართა
11-11-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის თედო ხუსკივაძის ნახატების გამოფენა თერჯოლის სამხატვრო სკოლაში გაიმართა.

სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით და ცხოვრების გზაზე უდიდეს წარმატებას უსურვებს. 

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ თედო ხუსკივაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განაგრძო. 

„სკოლა ამაყობს, როცა მისი კურსდამთავრებული სამაგალითოა, როცა მომავალი თაობები მხოლოდ დადებითს ხედავენ მასში და აღმზრდელი პედაგოგები კი კმაყოფილებას განიცდიან თავიანთი შრომის გამართლებით. სწორედ ასეთია ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თედო ხუსკივაძე.
ამ დღეებში, თერჯოლის სამხატვრო სკოლაში თედოს პერსონალური გამოფენა გაიმართა. ფერწერასა და გრაფიკაში გაცოცხლებული ახალგაზრდა მხატვრის ჩანაფიქრი და განცდილი არამარტო პროფესიონალის, არამედ ყველა დაინტერესებული პირის ყურადღებას იპყრობს.
რა თქმა უნდა, დიდია თვით ოჯახის და ყველა იმ პედაგოგის დამსახურება, ვინც თედოს წარმატებებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კი განსაკუთრებულია მშობლიური სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წვლილი, რომლის ხელშეწყობითაც გაღვივდა თედოს შემოქმედებითი აზროვნება. საკუთარ ლექსებსა თუ ლიტერატურულ ჩანახატებში გადგმულ ფესვებზე აღმოცენდა თედოს თვალით დანახული ქართველ მწერალთა პორტრეტები, პერსონაჟთა სახეები თუ უახლეს ადიამიანთა ტიპაჟები.
საინტერესოა, რომ  ახალგაზრდა ხელოვანმა პროფესიად ზუსტი მეცნიერება - ბიზნეს ეკონომიკა აირჩია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მრავალმხრივ ნიჭიერებაზე.
ვუყურებთ თედოს ნამუშევრებს და ვგრძნობთ სამყაროს სუნთქვას, ფერთა სიუხვეს და შეხამებას, სილამაზეს, მუსიკის ჰარმონიით შეზავებულს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება