სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გარდაბნის მერია „ეტალონელებს“ სიურპრიზს უმზადებს
08-02-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთო ჯანხოთელი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნინო ნარიმანიძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ღონისძიების დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „გარდაბნის ეტალონ მოსწავლეს“, თამარ პაქსაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის (სართიჭალის N2 სკოლის) ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. თამარ პაქსაშვილი ამ ფაქტს ემოციურად შეხვდა და აღნიშნა, რომ „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრობა, ოქროს ასოებით შევა მის ცხოვრებაში.

სართიჭალის N2 სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

გარდაბნის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მერია „ეტალონელებს“ სიურპრიზს უმზადებს, თუმცა რას, საიდუმლოდ დატოვა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს სართიჭალის N1 საჯარო სკოლა.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება