სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კოვიდმა ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი შეცვალა“- ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი სკოლაში არსებულ ვითარებას გვაცნობს
11-11-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი პანდემიის გავრცელების გამო, სკოლაში არსებულ ვითარებას აღგვიწერს. 

დირექტორი წერს, რომ ვირუსმა ყველაფერი შეცვალა. 

ტურცხის საჯარო სკოლას დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლაც მოუწია, რადგან დარაჯს ვირუსი დაუდასტურდა. 5 ნოემბრიდან საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, თუმცა შორენა აკოფაშვილის თქმით, შიში და მუდმივი სიფრთხილის შეგრძნება არსად გამქრალა.

„კოვიდმა ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი შეცვალა, ნაწილობრივ ჩვენც შეგვცვალა, ალბათ, შეცვალა სასკოლო ცხოვრებაც....

2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. შემდგომ როგორც იქნა, დავუბრუნდით საკლასო ოთახებს - დისტანციის დაცვით, პირბადეებითა და დაინფიცირების შიშით გამოწვეული, ხელების წამდაუწუმ სპეციალური სითხით დამუშავებით. კლასში შედიხარ, კარს აღებ და გეშინია იმ სახელურის ,რომელსაც ხელს კიდებ, იმ წამსვე სპირტიანი ხსნარით იმუშავებ ხელებს. მაგიდის გეშინია, რომელთანაც უნდა დაჯდე რომ გაკვეთილისთვის მოემზადო და განწყობა შეიქმნა, გეშინია ცარცის, რომელსაც ვინ აღარ მოჰკიდა ხელი და ვინ იცის... ვაი, თუ???....გინდა მოსწავლესთან მიხვიდე, შესრულებული დავალება შეუმოწმო და გეშინია ვაი, თუ???... შიშნარევი და დაძაბული სასწავლო პროცესი იქამდე წარიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში, ვიდრე ერთ  დღესაც არ გვაცნობეს, რომ სკოლის დარაჯს, რომელიც სულ მუდამ დილაადრიანად სკოლის კარებთან იდგა და მოსწავლესა თუ მასწავლებელს თერმოსკრინინგს უტარებდა, შემდეგ  სპეციალური ხსნარით გვაიძულებდა ხელების დამუშავებასა და დეზობარიერზე ფეხების გაწმენდას, ამ მართლაც და თავგანწირულ ადამიანს, კორონავირუსი დაუდასტურდა. თანაც ისეთი ფორმით, რომ მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაც კი გახდა საჭირო... ისევ დაიწყო დისტანციური სწავლების რეჟიმი მთელი სკოლისთვის....ჩავიკეტეთ სახლებში, მივეჯაჭვეთ ტელეფონებსა და ნოუთბუქებს...

-მასწავლებელო ჩემი ინტერნეტი ითიშება!!

- მაასს, მაასს, თქვენი ხმა არ ისმის!!

- უკაცრავად , მე ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვარ და თქვენთან რატომ ვარ გაკვეთილზე ვინმე ამიხსნის??

ასეთი და სხვა უამრავი, მსგავსი კურიოზული თუ, არც კი ვიცი რა დავარქვა, ისეთი სიტუაციებით საგაკვეთილო პროცესი თითქმის ორი კვირა წარიმართა დისტანციურად.

5 ნოემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდა. ჩვენი თავდადებული დარაჯიც კი დაუბრუნდა თავის ჩვეულ საქმიანობას. სკოლა გამოცოცხლდა და ახმაურდა. გარეთ სიცივეა უკვე. ახლა, წესით, მზადება უნდა ყოფილიყო გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებისთვის, მაგრამ....ისევ შიში, ისევ დისტანცია, პირბადე, თავდაცვის უმკაცრესი ზომები იმიტომ, რომ სოფელში ძალიან ბევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. ძალიან ბევრი მათგანი მკურნალობს ჰოსპიტალში...ერთ-ერთი ჩვენი თანასოფლელი გარდაიცვალა კოვიდით.. უბრალო შიში კი ამ ამბის შემდეგ „შავ“ შიშში გადაიზარდა...
ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ  ყველას!“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება