სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის 27 მასწავლებლიდან 26 სრულად აცრილია“- წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ქარცივაძე
10-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსური დავალებების შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ქარცივაძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში 4 ოქტომბრიდან სწავლება მიმდინარეობს დასწრებით ესე იგი საკლასო ოთახებში. მოსწავლეები და მათი მშობლები აცნობიერებენ კოვიდით გამოწვეულ სიმძიმეს და ყველა ცდილობს დაიცვას სიმშვიდე და გამოწვევებს უპასუხონ ადეკვატურად.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ

- მაშინ როცა ბოლომდე მასწავლებლები არ იყო დატრენინგებული კომპლექსური დავალებების საკითხებით აზრი სხვადასხვა იყო, როცა უშუალოდ მოხდა მათი ჩართვა და სიახლის მიტანა მოსწავლეებთან აღმოჩნდა რომ მოსწავლეები დიდი ხალისით და მონდომებით მიუდგნენ. ხედვა მაშინვე შეიცვალა და ორივე მხარე უფრო აქტიური შემოქმედებითები გახდნენ. მშობლების უმეტესი ნაწილს მოსწონს და ამბობენ რომ მოსწავლეებს გაუღვივა კეთების, ძიების ინტერესი. რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- მიმდინარე სასწავლო წელს პანდემიიდან გამომდინარე ძირითადად სკოლა იტვირთება შიდა სასკოლო საკლუბო და საგნობრივი ტურებით. ლიტერატურული და ჯანსაღი ცხოვრების წესის შინაარსის ესეების კონკურსებით, მოსწავლეთა ნამუშევართა გამოფენებით.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- კოვიდით გამოწვეულ შეზღუდვებს სწავლების ფორმატში ძირეული ცვლილება ისეთი არ დანერგილა, რომელიც ხელს არ უშლის სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულეს. თუ მოსწავლეს უხდება პანდემიის გამო სკოლიდან განრიდება გარკვეული დროით მას სკოლა არეგისტრირებს და უდგინდება დისტანციური სწავლების დღის განრიგი. ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავ აუცილებლობას სასწავლო დღედ გამოვიყენოთ შაბათი.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ

- წინსვლის საჯარო სკოლის 27 მასწავლებლიდან ორივე დოზით აცრილია 26 მასწავლებელი. 10 ტექნიკურ მუშაკიდან ყველა არის აცრილი ორივე დოზით. მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი და მათან უფრო მეტია სამუშაო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება