სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ ღონისძიება ხორუმით გაიხსნა
07-02-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge - ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. სკოლაში „ეტალონის“ ღონისძიება ხორუმით გაიხსნა.

ღონისძიებას ბოლნისის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

„ნიჭის ზეიმს „ეტალონი“ დღეს ბოლნისში აჯილდოვებს,“ - აღნიშნა განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულს ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს. 

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება