სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბარაქიანი შემოდგომა“ - ეწერის საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
03-11-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით, ლამაზი და საინტერესო პროექტი - „ბარაქიანი შემოდგომა“ განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მოეწყო, რომელშიც თითოეული კლასი აქტიურად მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორებმა ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის თავდაუზოგავად იშრომეს.

„დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით პროექტი - „ბარაქიანი შემოდგომა“ (მასწავლებლები - თამარ აქირთავა, თინათინ მიქავა, ირა მატუა, მთვარისა ფიფია, ნინო უბილავა) ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, მოეწყო ნახატების გამოფენა - „შემოდგომის ფერები“, თითოულმა კლასმა წარმოადგინა ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია, ცეკვები და სიმღერები - კუშხი ბედინერი, ხემხვაიე, სკოლის ღია სივრცეში პატარების მხიარული ხმები ისმოდა, თავს იწონებდა შემოდგომის ხვავი და ბარაქა, დუღდა თათარა.. პროექტის ორგანიზატორები მადლობას უხდიან სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის მომღერალთა გუნდსა და გუნდის ხელმძღვანელს, ბატონ დავით გირგვლიანს, სკოლის ეკოკლუბელებს თანადგომისთვის.. მრავალი ბედნიერი, ბარაქიანი შემოდგომა დასდგომოდეს სოფელს, ჩვენს ქვეყანას“, - წერენ ორგანიზატორები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება