სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
03-11-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

აღნიშნული საინტერესო ღონისძიების ფარგლებში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებთან მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს.

„ჭივჭავის საჯარო სკოლის მაღალკლასელთათვის, 2021 წლის 15 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან დისკრიმინაციის, ტოლერანტობისა და ქალთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატისათვის მიმართვის შესაძლებლობებზე, კონფიდენციალობისა და საქმისწარმოების ეტაპების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები უფლებათა დაცვის საკითხებზე. ასევე, დაიგეგმა, რომ მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად, კიდევ ჩატარდება მსგავსი შეხვედრა შერჩეული თემატიკით“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება