სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა ორჯერადად აცრილია“ - ნათია კანდელაკი, საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლა 4 ოქტომბრიდან დასწრებულ სწავლას დაუბრუნდა და მას შემდეგ სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში შეუფერხებლად წარმართავს. სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი Etaloni.ge-სთან ამბობს, რომ სკოლის პედაგოგების უმრავლესობა ორჯერადად აცრილია, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევებში კი სკოლაში წერტილოვანი შეზღუდვები ხორციელდება:

„4 ოქტომბერს განვაახლეთ სასწავლო პროცესი დასწრებულად და მას შემდეგ წარმატებით ვაგრძელებთ. ყველა მობილიზებული ვართ, მაგრამ კოვიდი ნაკლებად გვაწუხებს. ცალკეული შემთხვევები გვქონდა, თუმცა, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტურად მართვა მოვახერხეთ და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებით შემოვიფარგლეთ. მასწავლებლების უმრავლესობა ორჯერადად აცრილია, რამდენიმე პედაგოგია დარჩენილი და ისინიც უახლოეს მომავალში გაიკეთებენ ვაქცინას.

დირექტორი ნათია კანდელაკი ელექტრონულ ჟურნალზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლები კარგად ართმევენ თავს მის წარმოებას, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ტექნიკური ხარვეზი იქმნება ხოლმე:

„წარმატებით ვაწარმოებთ ელექტრონულ ჟურნალს, ხანდახან შეფერხებებიც გვაქვს. ეს უმეტესად ტექნიკური პრობლემაა და არა მასწავლებლის შეცდომა“.

საცხენისის საჯარო სკოლაში ამჟამად 70 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო პროცესი ყველა კოვიდრეგულაციის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება