სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესახებ ანიმაციური ფილმი ნახეს
03-11-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება, პედაგოგის, ნანული არაბიძის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გაკვეთილით იზეიმეს.

პირველკლასელებს პედაგოგმა დიდი სიყვარულით მიმართა და მათთვის დასამახსოვრებელი გაკვეთილის ჩასატარებლად თავდაუზოგავად იშრომა.

პატარა მოსწავლეებმა გაკვეთილზე ანბანის ისტორიის შესახებ ანიმაციური ფილმი ნახეს, წარმოთქვეს ლექსები და დედა ენის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაეცნენ.

„ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების გონების ეკრანზე სამუდამოდ აღბეჭდილიყო მშობლიური, მოხატული ქართული ანბანი. პატარებმა ანბანის ისტორიის შესახებ ანიმაციური ფილმი იხილეს, ლექსები მიუძღვნეს დედა ენის ავტორს და თავად დედა ენას. მათ თვალწინ ეკრანზე ჩამოიშალა მძივებივით ასხმული ოცდაცამეტი ასო-ბგერა. ორმარცვლიანი „ია“ პირველად შემოეგება „დედა ენიდან“ პატარებს. კლასის ხელძღვანელმა ნანული არაბიძემ პატარებს მიმართა - ანბანის შემობრძანება თქვენს ჯგუფში და თქვენს გონებაში ყოფილიყოს საწყისი დიდი ცოდნისა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება