სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N144 საჯარო სკოლის ეზოში ეკო-მეგობრული სკვერი მოეწყობა
03-11-2021
-
+


თბილისის N144 საჯარო სკოლა ორგანიზაცია - „ბუნების კონსერვაცია საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და შედეგად იმ ხუთ სკოლას შორის მოხვდა, სადაც ეკო-მეგობრული სკვერი მოეწყობა.

სკვერის დაგეგმარებასა და გაშენებაში თავად მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

„თბილისის N144 საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ბუნების კონსერვაცია საქართველო (NCG - Nature Conservation Georgia)“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და იმ ხუთი სკოლის რიცხვში მოხვდა, სადაც სკვერი მოეწყობა;  პროექტი - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა სკოლის ეზოებში“ UNDP-ის (United Nations Development Programme) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის ეზოში ეკო-მეგობრული სკვერის მოწყობას. გარდა იმისა, რომ სკვერების დაგეგმარებასა და გაშენებაში მოსწავლეებიც იქნებიან ჩართულნი, მათ ჩაუტარდებათ თეორიული პრეზენტაციები ურბანული ცხოველებისა და მცენარეების შესახებ. ყურადღება მიექცევა ისეთი ბუჩქებისა თუ მოყვავილე მცენარეების ჩარგვას, რომელთა ნექტარითაც იკვებებიან სხვადასხვა მწერები. მწერებისათვის განთავსდება სპეციალური საბუდრები (მწერების სასტუმროები), ასევე დამონტაჟდება ბუდეები, საკვებურები და საწყურებლები ურბანული ფრინველებისათვის. მოეწყობა თავშესაფრები ურბანული ძუძუმწოვრებისათვის. პროექტის ეგიდით მოწყობილ თითოეულ სკვერში განთავსდება საგანმანათლებლო ხასიათის ბანერი, სადაც იქნება ინფორმაცია ურბანული ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორია, სადაც განთავსდება ახალი „ეკო-მეგობრულ სკვერი“ კეთილმოეწყო კრწანისის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით. დიდი მადლობა მათ ასეთი ზრუნვისა და თანამშრომლობისთვის“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება