სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიქთარვის საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს - გიორგი მუმლაძესა და საბა მემანიშვილს სტიპენდია დაენიშნა
02-11-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ - მეთერთმეტეკლასელმა, გიორგი მუმლაძემ და მე-12 კლასელმა საბა მემანიშვილმა სტიპენდიები დაიმსახურა.

აღნიშნული სტიპენდია მოსწავლეებს აწ გარდაცვლილი სკოლის დამსახურებული პედაგოგის, ვენერა გამეზარდაშვილის შვილმა, მიშა ვერულაშვილმა დაუნიშნა.

„სიქთარვის სკოლას წლების განმავლობაში საუკეთესო პედაგოგები ჰყავდა. მათ სახელებს, გარდა იმისა, რომ ჩვენი მამა-პაპები გვახსენებენ, ხშირად კეთილ საქმეს უკავშირებენ და ასე უკვდავ-ყოფენ. აწ გარდაცვლილი, ქალბატონი ვენერა გამეზარდაშვილი, წლების წინ სიქთარვის საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. მისმა შთამომავლობამ ღირსეულად გააგრძელა მოღვაწეობა. კეთილი საქმის ქმნა კი ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმულია. ქალბატონი ვენერა გამეზარდაშვილის შვილმა, ბატონმა მიშა ვერულაშვილმა სიქთარვის საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს: მე-11 კლასელ გიორგი მუმლაძესა და მე-12 კლასელ საბა მემანიშვილს სტიპენდია დაუნიშნა. საბა ისტორიითაა გატაცებული, გიორგის ყველა საგანი თანაბრად იზიდავს. უზომო მადლიერების გარდა, რომელიც სიქთარვის საჯარო სკოლის კოლექტივს გააჩნია ბატონი მიშას მიმართ, პასუხისმგებლობაც გვაქვს. ამიტომ გიორგისა და საბას ინიციატივით მომავალი კვირიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწორედ ამ სტიპენდანტებისგან  საინტერესო ინტელექტუალური აქტივობები ჩატარდება“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება