სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლაში მწერალ ლელა კოტორაშვილს უმასპინძლეს
02-11-2021
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა-ლექცია გაიმართა. მოსწავლეებს ქართველი ახალგაზრდა მწერალი ლელა კოტორაშვილი ესტუმრა.

შეხვედრის მიზანს თანამედროვე ქართული მწერლობისა და ავტორების გაცნობა წარმოადგენდა.

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი „ავტორები სკოლებში“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქართველი ავტორები თბილისის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. პროექტისთვის შერჩეულია თბილისის სხვადასხვა უბნის 20 სკოლა, სადაც თითო ავტორი, დაახლოებით, ორსაათიან შეხვედრა-ლექციას ატარებს. მათ შორისაა ჩვენი, N71 საჯარო სკოლა! ავტორები, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და  „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების შედეგებზე დაყრდნობით შეირჩა. ჩვენს მოსწავლეებს შეხვდა ახალგაზრდა მწერალი, ლელა კოტორაშვილი. შეხვედრა საინტერესო და თბილ გარემოში ჩატარდა! პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მკითხველმა უკეთესად გაიცნოს თანამედროვე ქართული მწერლობა და ავტორები, მეტი გაიგონ ლიტერატურული პროცესების შესახებ, დაუახლოვდნენ წიგნის სამყაროს, გამოიმუშაონ ბიბლიოთეკაში სიარულის ჩვევა. იმედია, ჩვენი მოსწავლეები ამ მიმართულებით, კიდევ უფრო აქტიურები გახდებიან“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება