სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხატვის მასტერკლასები მიმდინარეობს
02-11-2021
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომელშიც მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები არიან ჩართულნი.

პროექტის მიხედვით სამხატვრო ჯგუფში გაერთიანებულ ათ მოსწავლეს რვა მასტერკლასი ჩაუტარდება, რა დროსაც თითოეულმა ორი ნამუშევარი უნდა შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი კოვიდრეულაციების სრული დაცვით ხორციელდება და მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.

„ნიკო ფიროსმანიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საერთაშორისო ფონდი - „ფიროსმანის უკვდავება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობენ მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მხატვრობისადმი მიდრეკილება. პროექტი ითვალისწინებს, სამხატვრო ჯგუფში გაერთიანებული ათი მოზარდისთვის 8 მასტერკლასის ჩატარებას; თითოეულმა მონაწილემ უნდა შეასრულოს სულ ორი ნამუშევარი: ერთი ნახატი/ნამუშევარი ფიროსმანზე და ერთი  ნახატი/ნამუშევარი „ჩემი აფხაზეთი". პროექტის ორგანიზატორების მიერ მომაგრებულები არიან კონსულტანტები, პროექტის კურატორი და ფოტოკოლაჟის მოსამზადებლად სპეციალისტი. მეცადინეობებზე დაცულია კოვიდრეგულაციები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება