სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როდის და რის საფუძველზე შეუძლია სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა?
31-10-2021
-
+


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპი უვადოდ გადაიდო. სკოლების ხელმძღვანელებს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი აქვთ და დირექტორის სტატუსის მოსაპოვებლად კონკურსს ელოდებიან.

საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, რეგისტრაცია 2 300-მდე აპლიკანტმა გაიარა, თუმცა გამოცდის თარიღი დღემდე უცნობია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე გადაიდო.

ამ გაურკვევლობის ფონზე ჩნდება კითხვა, როდემდე იმუშავებენ სკოლის ხელმძღვანელები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად? არის თუ არა მათი გათავისუფლების საფრთხე?

კანონის მიხედვით, თუ დირექტორი არ შეასრულებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს, მას შრომითი ხელშეკრულება ვადამდე შეუწყვიტოს. დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეუძლია ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს)

დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეუსრულებლობა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა.

გარდა ამისა, სამინისტრო უფლებამოსილია:

ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.

დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 

მნიშვნელოვანია, რომ დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასაც.

დირექტორი თავად ირჩევს, ვინ უნდა იყოს მისი გათავისუფლების შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი?

ზოგადი განათლების შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს იმ მოადგილეს (დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს), რომელიც შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, როდესაც თავად დირექტორისთვის საქმიანობის შესრულება შეუძლებელი იქნება, აგრეთვე მაშინ, როდესაც სკოლის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდება. დირექტორი არჩეული პირის მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 

მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს სწორედ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი (ანუ ის ადამიანი, რომელიც თავად დირექტორმა დანიშნა).

ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

დირექტორად კი შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.


იხილეთ ასევე: ვის შეუძლია გახდეს სკოლის დირექტორი და როგორია მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„103-ე საჯარო სკოლა ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას!“

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება