სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იმერული შემოდგომა, ტრადიციები და ყოფითი ნივთები - ქვედა საზანოს N1 სკოლის თითოეულმა კლასმა საშემოდგომო კუთხე მოაწყო 
27-10-2021
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში შემოდგომის დადგომას სასკოლო პროექტი მიეძღვნა.

პროექტის - „რა განძი გვქონია“ ფარგლებში სკოლის ეზოში თითოეულმა კლასმა წარმოადგინე კუთხე, სადაც ასახული იყო იმერული შემოდგომა, ტრადიციები და ყოფითი ნივთები.

მოსწავლეებმა საზეიმო განწყობის ამაღლების მიზნით შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.

აღსანისნავია, რომ სკოლაში სულ მალე მინიმუზეუმი მოეწყობა.

„სასკოლო პროექტის ფარგლებში „რა განძი გვქონია“ 2021 წლის 21 ოქტომბერს სკოლის ეზო საინტერესოდ და მიმზიდველად გამოიყურებოდა. აქ თითოეულ  კლასს მოწყობილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც იმერული შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. სურნელს  კიდევ უფრო ამძაფრებდა ვიზუალური მხარე. ყოველ კუთხეში განსხვავებულად იყო  წარმოდგენილი იმერეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და საყოფაცხოვრებო ნივთები. რას აღარ ნახავდით აქ: იყო ძველი, წინა საუკუნეში იმერელი გლეხის ყოფითი ნივთები, იყო თანამედროვეობა. განსაკუთრებულად ჩანდა პროდუქტების სიუხვე. თითოეულმა კლასმა ინსცენირება გააკეთა იმერეთში და კერძოდ ჩვენს სოფელში არსებული მივიწყებული თუ ამჟამად ფართოდ გავრცელებული ტრადიციების წარმოსაჩენად (მოსავლის აღება-დაბინავება, ქვევრის ღვინის დაყენება, თაფლის, სიმინდის, მატყლის წარმოება). პარალელურად გაჩაღებული იყო ცეცხლი, რომელზედაც მოსწავლეები მასწავლებელთა ჩართულობით თათარას ადუღებდნენ და ჩურჩხელებს ავლებდნენ. არ დავიწყებიათ მუგუზალზე ჭყინტი სიმინდის შეწვაც. საზეიმო განწყობის ამაღლების მიზნით მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები და სიმღერები. გამოფენილი საყოფაცხოვრებო ნივთები მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა მშობელთა თანხმობით დიდსულოვნად შესწირა სკოლას დაგეგმილი სასკოლო მინიმუზეუმის  მოსაწყობად, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება