სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გაიმართა
27-10-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სპორტული ფესტივალი გაიმართა. 

მასში სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ.

ისინი ერთმანეთს მხიარულ სტარტებში, მკლავჭიდში, ბაგირის გადაძალვასა და ესტაფეტაში შეეჯიბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მოსწავლეებთან ერთად, მშობლები და პედაგოგებიც ჩაერთნენ.

„სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მე-40 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, გაიმართა სპორტული ფესტივალი - მხიარულ სტარტებში, მკლავჭიდში, ბაგირის გადაძალვასა და ესტაფეტაში ჰოკეის ელემენტების გამოყენებით.
ფესტივალში სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის კერძო სკოლა - „ღონე-ქვეყნისა“, მოსწავლეებიც.
სპორტული ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ჩინჩალაძემ, მონაწილეებს მიესალმნენ სეოკ იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეზო რობაქიძე და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონული კოორდინატორი, მანანა მანაგაძე.
ფესტივალი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოევლინათ თავიანთი სპორტული თვისებები.
ბავშვებთან ერთად, მკლავჭიდის პაექრობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა. სკოლის სპორტის პედაგოგებმა გულნარა ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ ფესტივალში მონაწილეები დააჯილდოვა ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით. საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ თევდორაძემ, სკოლას საჩუქრად გადასცა ჰოკეის ძვირადღირებული ყვანჭები და ბურთები, როგორც საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლას აღნიშნულ სპორტის სახეობაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული მემკვიდრეობისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება