სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N14 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა
26-10-2021
-
+


ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირაკლი ქარსელაძე ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. 

მასთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმაზაზა ლომინაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა დავით კაჭარავამ, ვიქტორ სანიკიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

„ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულმა, ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ. სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები ბატონები დავით კაჭარავა, ვიქტორ სანიკიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები. სტუმრები დაინტერესდნენ სკოლის რეაბილიტაციის ტემპებით და სამუშაოების მიმდინარეობით. მათ დათვალიერეს სკოლის ყველა სართული, ესაუბრნენ მშენებლებს. დაინტერესდნენ სპორტული დარბაზით, სპორტული მოედნით და ბუფეტის  სტანდარტებით.
სკოლა უდიდეს მადლობას უხდის  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პირადად ბატონ მინისტრს ასევე მხარდაჭერისათვის, პირადად რესურსცენტრის უფროსს მაიკო ცქიტიშვილს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება