სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში იგრძნობა შემართება და მეგობრული გარემო“- რაულ გულბანი, კალის საჯარო სკოლის დირექტორი
26-10-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექტორი რაულ გულბანი გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

- შემართება და მეგობრული გარემო

- მოსწავლეს სურს...

- გაკვეთილები საკლასო ოთახებში (ჩვენს სკოლაში გასულ სასწავლო წელს საერთოდ არ გვქონია დისტანციური სწავლა-სწავლება)

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- სრულფასოვანი სწავლა-სწავლება, რადგან ამას სჭირდება ემოციური გარემოს შექმნა, ასევე - არა ვერბალური კომუნიკაცია, რაც დისტანციური სწავლებისათვის მოუხერხებელია, თუმცა დისტანციური სწავლების დადებითი მხარე ისტ. ტექნოლოგიების გამოყენების უნარის ჩამოყალიბება და საპრეზენტაციო ფორმატში ინფორმაციის წარდგენაა, რაც პირდაპირი სწავლების დროს ყოველ გაკვეთილზე არ ხდება, რადგან იგი ტექნიკურ მომზადებას გულისხმობს და ყველა კლასში ყველა გაკვეთილზე ვერ ვატარებთ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რაც ამ დროს საჭიროა (მით უმეტეს, თუ სკოლაში ერთი პერსონალური კომპიუტერია, ერთი პროექტორი და ერთი ელექტრო გამანაწილებელი კაბელი. მაშინ შესვენება აღარ გვექნება გაკვეთილებს შორის. 

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- გააზრება იმისა, რომ აიღო საკუთარ თავზე იმდენი რამდენიც შეგიძლია, რადგან ნაკლების ტვირთვა იმას ნიშნავს, რომ სრულად არ იღებ პასუხისმგებლობას, ხოლო მეტის ტვირთვას ვერ შეძლებ.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- და გვაქვს ამის იმედი და მოლოდინი, რომ უკეთესი ქვეყანა გვექნება.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- ვფიქრობ ყველა საჭირო საგანია სასკოლო პროგრამაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება