სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოჭორმაში დამწვარი სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება
26-10-2021
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ადგილზე, მომავალი სასწავლო წლისთვის, ახალი სკოლა აშენდება.

როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიიღო.

„მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდა. შედეგად, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა, სადაც ბავშვები განათლებას კვლავაც კომფორტულ გარემოში მიიღებენ. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ამ ეტაპზე საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულიყო, სოფელში უკვე მოეწყო შესაბამისი დროებითი სივრცე, სადაც ბოჭორმის სკოლის მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ“,- განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

სკოლის დირექტორის ქეთევან ბეღანაშვილის განცხადებით ხანძარი სავარაუდოდ კომპიუტერების ოთახში გაჩნდა, ხოლო სკოლის 6 მოსწავლე ამჟამად საგაკვეთილო პროცესს სოფელში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის შენობაში გადის.

„რა ვთქვა არ ვიცი, ეს იყო ჩემი სულის ნაწილი, ყველა საზრუნავთან ერთად ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი. არასდროს არ მენანებოდა ის შრომა, რასაც აქ ვდებდი მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის. ცეცხლის ალმა შთანთქა ერთ წუთში ყველაფერი და ჩვენი სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები განუხორციელებელ ოცნებად დამრჩა.როგორც ვვარაუდობთ კომპიუტერების ოთახში გაჩნდა ცეცხლი დენით. უკვე დაგეგმილია ახალი სკოლის აშენება. პრემიერი იყო თიანეთში შეხვედრაზე და დაგვპირდა რომ აუცილებლად აშენდება სკოლა უახლესი სტანდარტებით. როგორც გვითხრეს სკოლის აშენება მიმდინარე წელსვე დასრულდება“, - განაცხადა ქეთევან ბეღანაშვილმა.

22 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ ბოჭორმაში მდებარე ხის ორსართულიან საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, თუმცა ცეცხლის დროული ლიკვიდირება ვერ მოხერხდა და შენობა მთლიანად დაიწვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება