სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

მაღალმთიან აჭარაში ამინდის გაუარესების გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
01-02-2018
-
+


მაღალმთიან აჭარაში ამინდის გაუარესების გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შუახევის სამ ბაგა-ბაღში და 17 საჯარო სკოლაში. ასევე ხულოს 50-იდან 33 სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, Etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის თაგოს საჯარო სკოლის დირექტორს ილია ბოლქვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დიდთოვლობის გამო სკოლაში მისვლა ვერ შეძლეს: 

„თაგოს საჯარო სკოლაში დღეს დიდთოვლობის გამო სწავლა შეწყდა. ჩვენს სკოლაში მოსასვლელად 6 მასწავლებელი გამოდის რაიონული ცენტრიდან და საბაგიროთი სარგებლობს. რადგან საგაბიროს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა, მათ სკოლაში მოსვლა ვერ მოახერხეს. ანაოლოგიური პრობლემები შეექმნათ მოსწავლებსაც. გამომდინარე აქედან, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ხვალიდან გვპირდებიან, რომ საბაგირო მუშაობას განაახლებს და სწავლაც განახლდება.“

სხვა სკოლების მსგავსად, სწავლა შეწყდა ბოძაურის საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორის არსენ შავაძის თქმით, ხვალიდან სასწავლო პროცესის განახლებას იმედოვნებენ: 

„სხვა სკოლების მსგავსად, უამინდობის გამო ბოძაურის სკოლაშიც შეწყდა სწავლა. თუმცა ხვალიდან ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა ენერგო-პრო-ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების აღდგენა. 

მაღალმთიანი აჭარის სკოლის მოსწავლის ყოველდღიური გზა დიდთოვლობისას სახლიდან სკოლამდე - ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება