სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, საინტერესო

მაღალმთიანი აჭარის სკოლის მოსწავლის ყოველდღიური გზა დიდთოვლობისას სახლიდან სკოლამდე - ვიდეო
01-02-2018
-
+


როდესაც მაღალმთიან აჭარაში სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდება და ირგვლივ ყველაფერს თოვლი ფარავს, მეთერთმეტეკლასელი იაშა პაქსაძე ფეხით მიუყვება გზას სახლიდან სკოლამდე. გზა არც ისე მოკლეა - 2 კმ. თუმცა გაუკვალავ, მუხლამდე თოვლში ეს 2 კმ. თითქოს კიდევ უფრო გრძელდება და სიარულიც უფრო რთული ხდება. მაგრამ იაშას თქმით, მთიელი ბიჭისთვის ფეხით გადაადგილება პრობლემა არ უნდა იყოს:

„მართალია, რთულია ასეთ პირობებში, დიდთოვლობისას, ფეხით სიარული, თუმცა გარკვეული ხალისიც აქვს თოვლს. ამ სასწავლო წელს, მიუხედავად თოვლის სიდიდისა, არცერთი დღე არ გამიცდენია სკოლა, სადაც კლასელებთან და მამასთან ერთად დავდივარ.“

იაშას მამა, არჩილ პაქსაძე მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორია. 

იაშაც ამავე სკოლაში სწავლობს. კლასში სულ თოთხმეტნი არიან. იაშასთვის არც დიდი თოვლი და არც რაიმე სხვა ფაქტორია დამაბრკოლებელი, რომ წარჩინებული მოსწავლე იყოს. მან საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქარი - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ მიიღო. როგორც თავად აღნიშნავს, განათლების სფეროში მიმდინარე გამოწვევებში ყოველთვის აქტიურად ერთვება. მისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ახალი პროექტი Izrune.ge.

„გასულ წელს ვმონაწილეობდი „ეტალონის“ რაიონულ ტურში, კორტოხის საჯარო სკოლას წარმოვადგენდი. ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში - USAID პროგრამა „მომავლის თაობა“, გარემოს დაცვის პროგრამა - „უფრო ახლოს ბუნებასთან“. ამჟამად ვმუშაობ მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციის თემაზე - „ჩემი სოფლის ტოპონომიკა“, ვარ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი. ძალიან მომწონს ახალი პროექტი Izrune.ge, დიდი ხალისით ჩავერთე მასში. ახალი ინოვაციური საიტი დამეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. ჩემს მეგობრებსაც ვურჩევ ამ პროექტში ჩართვას,“ - ამბობს იაშა პაქსაძე.

იხილეთ ვიდეო - მაღალმთიანი აჭარის მეთერთმეტეკლასელის ყოველდღიური გზა დიდთოვლობისას


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება