სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„სტრესულ ატმოსფეროში „ეტალონი“ ნათელი წერტილია“- მცხეთის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
11-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მცხეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მცხეთის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის მნიშვნელობაზე მცხეთის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ლია ხაჩირაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ რეგიონის გამარჯვებულები ვიყავით და საქართველოს მასშტაბით მე-4 ადგილზეც გავედით. ბავშვები კონკურსში დიდი ხალისით ერთვებიან და მონაწილეობა ბავშვებისთვის რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი: უღვივდებათ სასწავლო დისციპლინების მიმართ ინტერესი, სწავლის ხალისი უფრო ემატებათ და მეტად აქტიურები ხდებიან; ბავშვები საკუთარ თავში დარწმუნებულები ხდებიან და ვფიქრობ, მათი წინსვლისთვის „ეტალონში“ მონაწილეობა მნიშვნელოვანი არის. მოსწავლეებმა პერიოდულად მონაწილეობა უნდა მიიღონ, რადგან ეს მათთვის საკუთარი თავის და ცოდნის გამოციდილებაა. ჩემი აზრით, „ეტალონის“ მხრიდან გმირობის ტოლფასია, რომ ჩემპიონატი დაიწყო და შექმნილი მდომარეობის მიუხედავად გააგრძელა. ყველა სფეროში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა „ეტალონმა“, როგოც ყოველთვის ღირსეულად გააგრძელა საქმიანობა. ამ სტრესულ ატმოსფეროში ბავშვებს ხალისი შემატა, მათთვისაც და ჩვენთვისაც „ეტალონი“ ნათელი წერტილია.

დიანა დონღუზაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და ყველაზე უფროსი მე-9 კლასია. ჩვენგან ორი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ეტაპზე, მათი წარმატებით სკოლაც და დამრიგებლებიც ამაყები ვართ. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ბავშვების მონაწილეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან თავიანთი შესაძლებლობების გამოვლინების საშუალება ეძლევათ, რა ისწავლეს და როგორ დაიმახსოვრეს. ბავშვებს ამ კონკურსში მონაწილეობა უყვართ, მოსწონთ თავის გამოჩენა და სხვებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. „ეტალონის“ მხრიდან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გმირობის ტოლფასია, რომ ტრადიციას, მოსწავლეებს, პედაგოგებს არ უღალატა და ჩემპიონატს კვლავ ისეთივე შემართებით, ყველანაირი პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს.

ნინო გათენაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა აუცილებელი და ძალიან კარგია, რადგან ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის მოტივაციის მხრივ მნიშვნელოვანია. დისტანციურ ფორმატში, ჩვენი სკოლიდან მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე, თამარ ალუხაშვილი გადავიდა; ველოდებით მეორე ეტაპს და  იმედი გვაქვს წარმატებით იასპარეზებს. 

ეთერ ჩიხლაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები კმაყოფილები არიან და შესაბამისად მეც იგივე დადებითი დამოკიდებულება მაქვს. „ეტალონში“ ბავშვების მონაწილეობა მნიშვნელოვანია; ბავშვი, როდესაც თავის წარმატებას ხედავს მოტივაცია უფრო ემატება. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ნამდვილად ძალიან კარგი და აუცილებელი პროექტია.

ნანა ნაკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი მოსწავლეები ძალიან დიდი ხანია მონაწილეობენ და უზომოდ კმაყოფილები არიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ თავს აფასებენ, რაში არიან სუსტები, ძლიერები და შემდეგ, საჭიროებისამებრ ივითარებენ ცოდნას. პირადად მეც და ჩემი მოსწავლეებიც მოხარულები ვართ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად დისტანციურად კონკურსში მონაწილეობა მაინც არის შესაძლებელი. ჩვენ „ეტალონთან“ მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რადგან ეს პროექტი ძალიან გვიყვარს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება