სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-12 კლასი უქმდება? - განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს
07-10-2021
-
+


12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთადროულად დაამთავრებენ - აღნიშნული ინფორმაცია ბოლო პერიოდში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა შესაძლოა გრიფირება არ გაიაროს. ეს კი ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომელსაც ამ არეულ ქვეყანაში არსებობის უფლება უდავოდ აქვს! 

​ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს გადაწყვეტილება - მოხდება ბოლონიის ხელშეკრულების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ ატესტატს ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს; მე-11 და მე-12 კლასელების ერთდროულად გამოშვება უმაღლესებსაც უდიდეს პრობლემას შეუქმნის - ან ადგილები უნდა დაამატონ ან ბარიერი აწიონ; საკითხვია ისიც, რამდენად გაწვდება უმაღლესების რესურსი ამხელა ნაკადს.  აღარაფერს ვამბობთ რეპეტიტორებზე, რომლებიც ამხელა მოთხოვნილების გაჩენისთანავე, საკუთარ მომსახურებას იმდენად დიდ ფასს დაადებენ, საშუალო ფენის წარმომადგენელი ოჯახები ალბათ ვერც შეწვდებიან... ერთი სიტყვით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემაში მხოლოდ გარდატეხას კი არა, ისეთ ქაოსს გამოიწვევს, მის დალაგებას წლები დასჭირდება (თუ საერთოდ დალაგდა).

ბუნებრივია, სტატიას ისე ვერ გავუშვებდით, პირდაპირ ადრესატთან - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან რომ არ გადაგვემოწმებინა, სადაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ, არის ტყუილი და მსგავსი არაფერი იგეგმება!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება