სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

1000 პედაგოგს უნივერსიტეტები უფასოდ მოამზადებენ - რომელ უმაღლესში მასწავლებლობის რამდენ მსურველს დააფინანსებს სახელმწიფო
30-09-2021
-
+


„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კონკრეტულ უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა.

კერძოდ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 ადგილი ფინანსდება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - 190, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 135, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 85, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში -30, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 50, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 45, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - 30, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 68, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში - 11, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში - 12, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - 40, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - 20, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში - 24, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში - 80, საქართველოს უნივერსიტეტში - 10, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში - 20, ევროპის უნივერსიტეტში - 50, თბილისის თავისუფალ აკადემიაში - 1.

სულ, მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1000 ადგილი ფინანსდება და როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, „2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება